The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ბუღაძე

გია ბუღაძე
Legal name:გიორგი ბუღაძე
Date of birth:24 September, 1956  (67 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეიტი 1981 წელს.

იყო სოფ. გლდანის საშუალო სკოლის ხატვა - ხაზვის მასწავლებელი (1981-85წწ.), თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი (1986- 91წწ.), თსსა ექსპერიმენტული კურსის ხელმძღვანელი (1991-94წწ.), თეატრის და კინოს სახ. ინ-ტის სცენოგრაფიის კურსის დოცენტი (1993-96წწ.). გაფორმებული აქვს მხატვრული ფილმები: "სარკმელი", "ქრისტეს სამჭვალი", "იავნანა". მოხატული აქვს მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ლუთერანული ეკლესია ბერლინში (1989), წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში (1990), გააფორმა GIOC-ს ოფისი თბილისში (1998). ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი 2005 წლიდან დღემდე. არის მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის და გამოფენის მონაწილე: "რომანტიული ილუზიები" (თბილისი, 1983), "ქართლის ცხოვრება" (თბილისი, 1985), ჯგუფური (ტალინი, 1987), პალერმოს ქართველ ნეორომანტიკოსთა გამოფენა (1987), ბერლინში (1989), პარიზში, კანში, ბარსელონაში, მოსკოვში (1990), ციურიხში, კიოლნში, დენვერში (1991), ინგოლშტატში, ბოზაგოში, კიოლნში (1993), "მე და ბიოკლინი" (ბაზელი, 1994,) "აპოლონური ტრაგედიები", "ანამორფოზები" (თბილისი, 1995), "პარაკლეტოსი" (ნუგეშისმცემელი, თბილისი, 1998). არის საერთაშორისო პროექტის "ხატი და შემეცნება" ავტორი (შვეიცარია- საქართველო, 1997).

წყარო:  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 40-41

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (2011-)

Awards and Honors

  • 1996 - ანტონ I-ის სახელობის ოქროს მედალი
  • 1994 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1990 - საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი
  • 1985 - საქართველოს მხატვართა კავშირის პრემია

Bibliography


Share: