შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ირკუტსკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1943 წელს. 1947–1950წწ. მუშაობდა გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1957-1976წწ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილების გამგე, 1976-1988წწ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1976-1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. მისი გამოკვლევები გამოქვეყნებულია საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, აშშ-ს, გერმანიის, ჩინეთის პერიოდულ გამოცემებში. არის ავტორი წიგნებისა: "დინოზავრების ნაკვალევი"(1958), "ჰიპარიონების ისტორია"(1959), "ბენარის ოლიგოცენურ ხერხემლიანთა ფაუნა"(1974), "ლუი დოლო"(1976). მეცნიერულ–პოპულარული სერიის "ათინათის" რედაქტორი. მიღებული აქვს მოსკოვის საბუნებისმეტყველო საზოგადოების პრემია (1966), საბჭოთა კავშირის საზოგადოება ცოდნის საპატიო დიპლომი (1976), ფრანგული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის პალმის ორდენის ოფიცერი (1999). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1959). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს პლიოცენურ მოლუსკურ ფაუნათა პარალელიზაცია", დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰიპარიონების ისტორია" (საბჭოთა კავშირის ნეოგენის მასალების მიხედვით), დაიცვა 1954 წელს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.- გვ. 609; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.171; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.59 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |