The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეო გაბუნია

ლეო გაბუნია
Legal name:ლეონიდე გაბუნია
Date of birth:13 September, 1920
Date of death:8 May, 2001  (at 80 years)
Category:Scientist, Paleoanthropologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ირკუტსკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1943 წელს.

1947–1950წწ. მუშაობდა გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1957-1976წწ.  პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილების გამგე, 1976-1988წწ. პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1976-1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის  საპატიო დირექტორი. მისი გამოკვლევები გამოქვეყნებულია საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, აშშ-ს, გერმანიის, ჩინეთის პერიოდულ გამოცემებში. არის ავტორი წიგნებისა: "დინოზავრების ნაკვალევი"(1958), "ჰიპარიონების ისტორია"(1959), "ბენარის ოლიგოცენურ ხერხემლიანთა ფაუნა"(1974), "ლუი დოლო"(1976). მეცნიერულ–პოპულარული სერიის "ათინათის" რედაქტორი. მიღებული აქვს მოსკოვის საბუნებისმეტყველო საზოგადოების პრემია (1966), საბჭოთა კავშირის საზოგადოება ცოდნის საპატიო დიპლომი (1976), ფრანგული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საფრანგეთის პალმის ორდენის ოფიცერი (1999). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1959).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს პლიოცენურ მოლუსკურ ფაუნათა პარალელიზაცია", დაიცვა 1947 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ჰიპარიონების ისტორია" (საბჭოთა კავშირის ნეოგენის მასალების მიხედვით), დაიცვა 1954 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ.,1977.- გვ. 609; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.171; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.59

Member of Organizations

  • ადამიანის პალეონტოლოგიის საერეთაშორისო ასოციაცია, საბჭოს წევრი (1982-)
  • ადამიანის პალეონტოლოგიის საერეთაშორისო ასოციაცია, დამაარსებელი (1982-)
  • აშშ-ს ხერხემლიანთა პალეონტოლოგიისა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • იუნესკოს საერთაშორისო პროგრამები ''ადამიანი და ბიოსფერო'' ეროვნული კომიტეტი, პრეზიდენტი (1979-)
  • პალეონტოლოგიური ჟურნალი (მოსკოვი), სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • ჟურნალ ევოლუციური მოძღვრება (ჩიკაგო), სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • რუსეთის ტერიოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საფრანგეთ-საქართველოს მეგობრული კავშირი - ''ალიანს ფრანსეზი'', პრეზიდენტი (1991-1999)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, პრეზიდენტი (1977-1989)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი (1969-)
  • ქართული ენციკლოპედია, სარედაქციო კოლეგიის წევრი

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1992-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრივი გარემო"
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1980 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: