The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი გეგეჭკორი

გივი გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:25 აპრილი, 2000  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1951 წელს; ლექსების პირველი კრებული "მზიანი დღე" გამოაქვეყნა 1963წელს; 1958-1977წწ. იყო ჟურნალ "ცისკრის" ლიტ-მუშაკი, პოეზიის და პროზის განყოფილების გამგე; საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტკონსულტანტი (1977). ავტორია ლექსთა კრებულებისა: "ახალი აბზაცი, ჩემი დღესასწაულები", "ჩიტების გამოღვიძება", "მეორე მდინარე", "მსახური", "ასკილის ფურცლები", "მუჭანახევარი", "სიზმრის წიგნი", "საუკუნე თავდება"; ცალკე წიგნებად აქვს გამოცემული საბავშვო ლექსები, ლიტერატურული წერილები, თარგმანები. თარგმნა ჰერმან მელვილის "მობი დიკი" (ტარიელ ჭანტურიასთან ერთად); ფრანგი პოეტების ლექსები, ალენ ფურნიეს "დიდი მოლნი", ჟიულ რენარის "წითური", პიერ კორნელის "სიდი", ჟან ბატისტ მოლიერის "ტარტიუფი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978. -გვ.30; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.41; გივი გეგეჭკორი (1933-2000) / ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები / შემდგ.-რედ. ჯულიეტა ხურცილავა ; წინათქმა აკაკი ბაქრაძე.-თბ.,2015.-გვ.393-394

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1963-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1995 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: