The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გოგუაძე

ვახტანგ გოგუაძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1940
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 2007  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ლესა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1967-1985წწ. ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე; 1985-1992წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ–აღმზრდელობით დარგში; იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; ავტორია წიგნებისა: "ერი გულადი, პურადი"(1977), "ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი"(1980), "მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია"(1993); ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1984), პროფესორი(1987).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.72

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული კონგრესი, წევრი (1990-)
  • საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტი, სპიკერი (1992-1995)
  • საქართველოს სახელმწიფო საბჭო, მდივანი (1992-1992)
  • საქართველო–რუსეთის მეგობრობის კავშირი, თავმჯდომარე (2001-2007)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: