Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ გოგუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს, ასპირანტურა 1967 წელს. 1967-1985წწ. ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე; 1985-1992წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ–აღმზრდელობით დარგში; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს მდივანი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5 ისნის საარჩევნო ოლქიდან. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; ავტორია წიგნებისა: "ერი გულადი, პურადი" (1977), "ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი" (1980), "მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია" (1993); ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 131 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |