The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გრიგალაშვილი

ნოდარ გრიგალაშვილი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 2014  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყვიბისი, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი 1980 წელს.

1981-1987წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988წწ. ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998წწ. გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან  "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი; ჟურნალ "ცისკრის" სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ბორჯომის №36 საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №36 ბორჯომის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. ავტორია ლექსების კრებულის "ზრუნვის საგანი" (1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები" (1988).

წყარო:  საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 136; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.128; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.98-99

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია, წევრი (1994-1998)
  • პარტია "ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად", ერთ-ერთი დამფუძნებელი (2001-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიუოლი რეფორმებისათვის", ფრაქციის თავმჯდომარე (2001-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარე (2004-2004)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1972-2014)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1984-)
  • სახალხო ფრონტი, წევრი (1988-1994)
  • ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის", თავმჯდომარე (1999-2003)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - პრემია "საგურამო"
  • 2008 - ღირსების ორდენი
  • 1994 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • ჩაღლარის "მშვიდობის ელჩის" (საერთაშორისო) პრემია
  • ლიტერატურული პრემია "ოქროს კალამი"
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: