ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ვალერიან ჩეკურიშვილი
| დაბადების თარიღი: | 16 დეკემბერი, 1932 |
| გარდაცვ. თარიღი: | ივლისი, 2003 (70 წლის ასაკში) |
| კატეგორია: | მწერალი, ჟურნალისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ახმეტის რ–ნი, სოფ. ყვარელწყალი.
დაამთავრა ქ. თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1962 წელს.
მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" ლიტმუშაკად, მთავლიტის თანამშრომლად, 1973 წლიდან კი საქართველოს ტელევიზიაში ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის გადაცემათა განყოფილებას.
მისი ლექსები, მოთხრობები, პიესები პერიოდულად ქვეყნდებოდა სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად, იდგმებოდა თეატრების სცენაზე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ვაჟა - ფშაველას საზოგადოება, გამგეობის წევრი
- მეფუტკრეობის საზოგადოება, გამგეობის წევრი
- მწერალთა კავშირის წევრი (1968-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
- გვარდაკარგული : ვრცელი მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ჟურნალისტი, 1997. - 92გვ.
- სიკვდილი სირცხვილზე ადვილი იყო : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 256გვ.
- ფიდო პაპას სიზმარი : მოთხრობა საშ. სასკ. ასაკის მოსწავლეთათვის (ავტორი). - თბილისი, საქ.კომ.პარტ.ცეკას გამომცემლობა, 1985. - 60გვ.
- მოსავლის დღესასწაული : ლიტ.სცენარი (ავტორი). - თბილისი, 1982. - 27გვ.
- მზე და ჯანღი კოშკებში : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1978. - 209გვ.
- გედეხაური : მოთხრობა უფრ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1974. - 68გვ.
- ბედი კაცთა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1973. - 339გვ.
- სამი უჩინმაჩინი : საბავშვო მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1968. - 99გვ.
- ჩვენებური კაცი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1967. - 148გვ.
- გაჯავრებული მაყარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 114გვ.
|