შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დოჩანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი) 1957 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში; 1962-1975წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში; 1975-1985წწ. ჟურნალ "მნათობის" პროზის განყოფილების გამგე; მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში; 1985 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1961 წელს; 1966 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მთის გადაღმა". სცენარის ავტორია ფილმების: "გამსვლელი პაიკი" (1970), "ბალადა მომღერალზე" (ანიმაციური, 1987), "ბესამე" (1989), "ჰავაური ვალსი" (1990); გადაღებულია ფილმში: "ახალი წელი" (1982). თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.35-36; burusi.wordpress.com; buki.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.66 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |