Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ დოჩანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი) 1957 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში; 1962-1975წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში; 1975-1985წწ. ჟურნალ "მნათობის" პროზის განყოფილების გამგე; მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში; 1985 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1961 წელს; 1966 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მთის გადაღმა". სცენარის ავტორია ფილმების: "გამსვლელი პაიკი" (1970), "ბალადა მომღერალზე" (ანიმაციური, 1987), "ბესამე" (1989), "ჰავაური ვალსი" (1990); გადაღებულია ფილმში: "ახალი წელი" (1982). თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.35-36; burusi.wordpress.com; buki.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.66 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |