The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1997წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ და საგამომცემლო საქმიანობას: 1981-1990წწ. მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი, 1990-1991წწ. გამომცემლობა "იანუსის" რედაქტორი, 1992-1994წწ. უფროსი მეცნიერ-რედაქტორი, 1995-1996წწ. გაზეთ "არგუმენტის" რედაქტორი,  1996-1997წწ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ბიულეტენ Georgia Profile-ის რედაქტორი; 1997-2004წწ თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2013წწ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2013-2014წწ. საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის თანაშემწე; 2014-2018წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი: მაჟორიტარი, N03.06 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება". არის მოთხრობებისა და სტატიების ავტორი პოლიტიკის, ეკონომიკისა და ლიტერატურის საკითხებზე. 
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 166

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", თავმჯდომარე (2005-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", თავმჯდომარის მოადგილე (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", თავმჯდომარის მოადგილე (2004-2005)
  • საქართველოს პარლამენტის ბიურო, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, წევრი
  • ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", თავმჯდომარის მოადგილე (2005-2008)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: