Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
აკა მორჩილაძე
Legal name: | გიორგი ახვლედიანი |
Date of birth: | 10 November, 1966 (58 years) |
Category: | Historian, Writer |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1988 წელს.
სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: "უცნობი საქართველო", "იონას საქართველო", "თბილისის კართან". პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით "მოგზაურობა ყარაბაღში" და "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები". ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები. გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანები "მოგზაურობა ყარაბაღში", "სანტა-ესპერანსა", "მადათოვი", "ობოლე", "მესაიდუმლის ქამარი", "ქართულის რვეულები", "ჩრდილი გზაზე", "ძველი გულებისა და ხმლისა", "Maid in Tiflis", "მამლუქი", "კუპიდონი კრემლის კედელთან" თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. მწერალი ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.
წყარო: სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge
Awards and Honors
- 2019 - ლიტერატურული პრემია "საბა"
კუპიდონი კრემლის კედელთან : რომანი / აკა მორჩილაძე.- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018.- 328გვ.
- 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა"
obOle : რომანი / აკა მორჩილაძე. - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011.-259გვ.
- 2010 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია, წლის საუკეთესო რომანი
მამლუქი : რომანი / აკა მორჩილაძე. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.- 103გვ.
- 2008 - ლიტერატურული პრემია "საბა"
Maid in Tiflis : ტრილოგია / აკა მორჩილაძე .- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007.- 477გვ.
- 2006 - ლიტერატურული პრემია "საბა"
ვენერას სიზმარი : რომანი / აკა მორჩილაძე .- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005 .- 147გვ.
- 2005 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
სანტა ესპერანსა : რომანი / აკა მორჩილაძე .-თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008.- 766გვ.
- 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
შენი თავგადასავალი : რომანი / აკა მორჩილაძე .-თბილისი : პალიტრა L, 2010 .- 352გვ.
Bibliography
- შენი თავგადასავალი (Author). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 352გვ.. - ISBN: 978-9941-413-82-7
- მადათოვი : ტრილოგია (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2009. - 503გვ.. - ISBN: 978-9941-151-19-4
- მოგზაურობა ყარაბაღში (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 167გვ.. - ISBN: 99940-742-6-1
- გადაფრენა მადათოვზე და უკან (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 192გვ.. - ISBN: 99940-30-27-2
- მელიქსეთბაშის თბილისი (Author). - თბილისი, ლიტერა, 2003. - 48გვ.. - ISBN: 99940-742-6-1
- ძირს სიმინდის რესპუბლიკა! : ერთმანეთზე გადაწებებული ამონაჭრების კრებული (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2003. - 160გვ.. - ISBN: 99928-986-8-2
- შობა ღამის ალქაჯები : მოთხრობები (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001. - 235გვ.. - ISBN: 99928-52-74-7
- აგვისტოს პასიანსი : სანთლის შუქზე საკითხავი ბულვ. რომანი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001. - 188გვ.. - ISBN: 99928-52-56-9
- ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2000. - 150გვ.. - ISBN: 99928-52-50-X
- ასჯერ დაწყევლილი ქალაქის მოკლე ისტორია (Author). - თბილისი, საარი, 1999. - ISBN: 99928-39-05-8
|