The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მაღრაძე

დავით მაღრაძე
Date of birth:28 June, 1962  (61 years)
Category:Public official, Poet, Politician, Public Man, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.

1984-1985წწ. ჟურნალ "ნიანგის"; 1985-1991წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქცია, რედაქტორ-ლიტ. მუშაკი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერ-თანამშრომელი (1991); 1991-1992წწ. გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", მთავარი რედაქტორის მოადგილე; ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია, მთავარი რედაქტორი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს კულტურის სამინისტრო, კულტურის მინისტრი; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მრავალი კრებულის ავტორი; ქალაქ კალაბრიაში (იტალია) დავით მაღრაძის შემოქმედება დაჯილდოვებულია პრემიით - "ანასილაოსი" და პრემიით – "ზინგარი"; რომში კი ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც "პოეტური გამოცემული კრებულის" კატეგორიაში იყო დაწესებული; იგი ასევე ლაურეატია "დონ ლუიჯი დილიეგროს" საერთაშორისო პრემიისა; პოეტს რომში თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ, წიგნისთვის "ექო", დიდი იტალიელი პოეტის, "ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემია" – ოქროს მედალი გადასცა; 2011 წელს შვედეთის აკადემიამ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტად აღიარა, ნობელის პრემიაზე დავით მაღრაძე შვეიცარიის სამმა ინსტიტუტმა წარადგინა, ნობელის კომიტეტს კი, საქართველოდან რეკომენდაციით მიმართა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა. საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.geipress.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.240; წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.50 

Member of Organizations

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისია, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების რესტავრაციისა და ახალი მშენებლობების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია, კომისიის თავმჯდომარე (2001-2002)
  • ქართული პენ-კლუბი, პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2005 - პრემია "საგურამო"
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: