The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ დავითაშვილი

ნოდარ დავითაშვილი
Date of birth:23 June, 1939  (84 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1964 წელს.

1964 წლიდან ინჟინერი (მეტროლოგიის ინსტიტუტი), 1970-1972წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი; 1973-1977წწ. მეტროლოგიის ინსტიტუტი - უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1977 -1979წწ. საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1979-1990წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი; 1990 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1991). სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკას წარმოადგენს: გამოყენებითი მექანიკა, მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერება, ვაგონმშენებლობა, მანქანადანადგარების ცდომილებებისა და სიზუსტის თეორია, მსუბუქი მრეწველობის მანქანა-აპარატები და მექანიზმები, მანქანათმშენებლობა, რობოტოტექნიკა, ხელსაწყოთმშენებლობა; შექმნილი აქვს ორიგინალური სამეცნიერო მიმართულება სივრცითი და სფერული სახსრიანი მექანიზმების კინემატიკასა და დინამიკაში, რომელთა ირგვლივ გამოქვეყნებული ნაშრომები მოიცავს თანამედროვე მანქანათმშენებლობის, გამოყენებითი მექანიკის, რობოტოტექნიკისა და კოსმოსური სისტემების მრავალ პრობლემას. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.212

Member of Organizations

  • მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერების განვითარების ხელის შეწყობის საერთაშორისო ფედერაცია (იფტომმ), საქართველოს კომიტეტის თავმჯდომარე (1998-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (1999-)

Awards and Honors

  • 2002 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: