The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ფალიანი

სოფიო ფალიანი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:იურისტი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია 2002 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა ფოლკლორისტიკა, 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  გეოლოგიის ფაკულტეტი 2015 წელს; "International University of Economics and Humanities namen after Stepan Demianchuk" იურიდიული ფაკუტეტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2019 წელს.

2003-2004 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ-მაძიებელი; 2002-2004 წწ. გამომცემლობა "სეტი" რედაქტორი; 2004-2005 წწ. თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის ლექტორი; 2003-2004 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ-მაძიებელი; 2014-2015 წწ. კერძო სკოლის პედაგოგი და დირექტორი; 2015 წლიდან ეწევა პედაგოგიურ, სამეცნიერო და კერძო საადვოკატო საქმიანობას. ქართულ-ბერძნული სასაუბროს ავტორი; ქართულ-გერმანული სასაუბროს რეცენზენტი, ეთნოგრაფიული პოემა "ფუთუ და გეგანი", რეცენზენტი და გამომცემელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავშირი "კოინე", დამფუძნებელი
  • ნიზამი განჯელის სახელობის საერთაშორისო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი, რედაქტორის მოადგილეა (2014-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: