ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ჟუჟუნა ფეიქრიშვილი
დაბადების თარიღი: | 16 ოქტომბერი, 1940 (84 წლის) |
კატეგორია: | ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი ახალშენი.
დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1965 წელს.
1968 წლიდან მუშაობს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე. იგი იკვლევს ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგს. მრავალი ცალკეული ნაშრომი თუ მონოგრაფია მიუძღვნა როგორც ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკის, ლექსიკოლოგიის, დიალექტოლოგიისა და კულტურის ისტორიის საკითხებს. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მესამე სერიის მწკრივები ახალ სალიტერატურო ქართულში", დაიცვა 1973 წელს.
ბიბლიოგრაფია
- მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის (ავტორი) // წიგნი 2. - თბილილსი, უნივერსალი, 2018. - 180გვ.. - ISBN: 978-9941-263-80-4
- მასწავლებლის არქივში დაუნჯებული სულიერება ანუ ჩემი სიმდიდრე : კრებული (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2018. - 250გვ.. - ISBN: 978-9941-468-53-7
- მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2018. - 344გვ.. - ISBN: 9789941177750
- ენათმეცნიერული ძიებანი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 413გვ.. - ISBN: 978-9941-12-739-7
- ახალშენელი მესხების ასწლიანი ისტორია ქვემოიმერეთში (ხონის რაიონი) (ავტორი). - თბილისი, 2008. - 260გვ.
- სოფელ ახალშენის კათოლიკური ეკლესიის განვლილი გზა (ხონის რაიონი) (ავტორი). - თბილისი, 2008. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-0-0850-4
- სახელთა დერივაცია თანამედროვე ქართულში (ავტორი). - თბილისი, ჯანსუღ ღვინჯილია, 2008. - 208გვ.. - ISBN: 978-9941-0-0727-9
- ქართული ენა : სახელმძღვ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, 2007. - 149გვ.. - ISBN: 978-99940-67-20-6
- ზოგადი ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის საკითხები : სახელმძღვ. სტუდენტთათვის. წ. 1. (ავტორი). - თბილისი, 2006. - 173გვ.. - ISBN: 99940-65-84-X
- ქართული ენის სინტაქსი : სალექციო კურსი (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისის ს.ს. "სტამბის" საგამომც.ცენტრი, 1996. - 320გვ.
- ქართველოლოგიური კვლევა უცხოეთში : ნაწ. 1. (ავტორი). - თბილისი, აღმაშენებელი, 1996. - 96გვ.
- ქართველოლოგიის საკითხები (ავტორი). - ქუთაისი, სარანგი, 1992. - 160გვ.
- მესხური დიალექტის სალექსიკონო მასალა (ავტორი). - ქუთაისი, საწუთრო, 1992. - 112გვ.
- ქართული ენის მორფოლოგია : სალექციო კურსი (ავტორი). - ქუთაისი, სარანგი, 1992. - 284გვ.
|