| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ცირა ქიტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1969 წელს. 1954-1969წწ. მუშაობდა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობად, შემდეგ განათლების სამინისტროსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის მეთოდისტად, საესტრადო სასწავლებლის პედაგოგად, 1976 წლიდან სახელმწიფო ფილარმონიის დამდგმელი რეჟისორი. მისი ხელმძღვანელობით გაიმართა რეზო ინანიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, მურმან ლებანიძის, მარიკა ბარათაშვილის, ნაზი კილასონიას, მორის ფოცხიშვილის, რეზო ინანიშვილის, გურამ ფანჯიკიძის, ჯემალ აჯიაშვილის, მაყვალა მრევლიშვილისა და მერი დავითაშვილის საღამოები; მოწამეთა დღესასწაულები: "გიორგობა", "დავით აღმაშენებელი", "თამარ მეფე". მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაიდგა 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი წარმოდგენები: "ხეზე აკრული ლექსები", "ჩვენ ბრალს ვდებთ". 1956 წლიდან რეგულარულად იბეჭდება მისი საბავშვო ლექსები ჟურნალებში: "დილა", "საქართველოს ქალი", "პიონერი", გაზეთებში: "ნერგი", "ახალგაზრდა ივერიელი", კრებულებში: "აისი", "ია" და სხვა. ბევრი ლექსი შეტანილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში. ფირმა მელოდიას მიერ 1991 წელს გამოცემული აქვს ორი ფირფიტა: "დამპრა-დუმპრა" - ავტორის ლექსები და სიმღერები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

