შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1979წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის" უფროსი რედაქტორი; 1979-1980წწ. აფხაზეთის უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრის გამგის მოადგილე; 1980-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1984-1987წწ. პოლიტპატიმარი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის (სასჯელი მოიხადა მორდოვეთის ასსრ); 1987-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელი, ლაბორანტიდან - გამგემდე; 1998-2004წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე (2004); 2011 წლიდან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის ავტორი 40 სამეცნიერო ნაშრომისა; ლათინური ენის სახელმძღვანელოს თანაავტორი; თარგმანებისა: არისტოფანეს 11 კომედია და ევრიპიდეს "ელექტრა"; წიგნების: "ინტერნეტი ჟურნალისტებისათვის"; "ადამიანის უფლებები ქართულ კულტურაში" რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არისტოფანეს ლიტერატურული შეხედულებებისა და მხატვრული პრინციპების ერთიანობის პრობლემა", დაიცვა 1990 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |