| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ლევან ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის რედაქტორად (1978-80), ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლად (1981-84), უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1987-94), კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1979 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს მეგობრებთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. 1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996), ასრულებდა ფონდ "ქართუს" დირექტორის მოვალეობას (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. დისერტაცია დაიცვა არისტოფანეს შესახებ 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

