შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად მიმინოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1994 წელს. რელოგიის და კულტურის მასწავლებელი. 1993-2003წ. თბილისის გ. ტაბიძის სახელობის N51-ე საშუალო სკოლის ისტორიის, რელიგიების ისტორიისა და კულტურის, მითოლოგიის, ადამიანის უფლებების, სახისმეტყველების (სპეცკურსი) მასწავლებელი, 1997-2003წწ. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის და რელიგიების ისტორიის სწავლების მეთოდიკათა კათედრის რელიგიების ისტორიისა და კულტურის სწავლების მეთოდიკის უფროსი მასწავლებელი, 1997წ-დან სამეცნიერო-მეთოდური ჟურნალის "ისტორია" სარედაქციო კოლეგიის წევრი, 1998-2000წწ. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს "ადამიანის უფლებათა სწავლების" პროგრამის ტრენერი. 1997-1998წწ. კერძო სკოლა "არილი" მასწავლებელი; 1999-2001წწ. საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამა -"აქტიური სწავლება" - ტრენერი;2001-2009წწ. გაეროს ბავშვთა ფონდი, ბავშვის უფლებათა კონვენციის სწავლების პროგრამა, ტრენერი და ექსპერტ-კონსულტანტი; 2001-2008წწ. გარემოსმცოდნეობისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი "გაია" - ტრენერი;2002-2008წწ. ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება" პროფესიული საგანმანათლებლო ჟურნალი "წიგნიერი" - მთავარი რედაქტორი;2002წ. საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა პროგრამა "ბასტი-ბუბუ" - ბავშვის უფლებათა კონვეციის ექსპერტ-კონსულტანტი; 2002-2003წწ. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი "დახმარება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს" - ნტრენერი; 2003-2007წწ. საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; 2003-2004წწ. მედია-ოჯახი "განათლებული საქართველო", გაზეთი "სკოლა, რელიგია და კულტურა" - რედაქტორი; 2003-2004წწ. დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია, საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული მეცდნიერებების კათედრის გამგე; 2004-2005წწ. პედაგოგიკური კვლევისა და პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი; 2004-2007წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგიკური კვლევისა და პროფესიული განვითარების ცენტრის ლექტორი; 2004-2006წწ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ცოდნის გავრცელების პროგრამის კოორდინატორი; 2007-20010წწ. სსიპ თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი; 2008-2010წწ. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2010წ-დან დღემდე საქართველოს დავით აღმაჭენებლის სახელობის უნივერსიტეტის(სდასუ) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;2010-2011წწ. "ტელეარხი 25", სატელევიზიო პროექტი "ნატვრის ხე", პროექტი "დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში", მეცნიერ-კონსულტანტი; 2011წ-დან დღემდე კავკასიის უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012წ-დან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ასოცირებული პროფესორი. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი 2002 წლიდან. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |