The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა გრიგოლაშვილი

გელა გრიგოლაშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

1984-1986წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ეკონომისტი, ბუღალტერი, 1990-1991წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის მეცნიერების, ხელოვნების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, 1992 წლიდან საქართველოს აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის საბაზრო ეკონომიკის სოციოლოგიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1997-1998წწ. ტასისის საჯარო სამსახურის რეფორმისა და ტრენინგის პროექტის პროგნოზირების ოფიცერი. 1991-1992წწ. ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლაში ასწავლიდა საწარმოს ორგანიზაციისა და მართვის საფუძვლებს, 1992-1993წწ. მენეჯმენტის, შრომისა და საწარმოს ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტში ეკონომიკსს და მენეჯმენტს, 1994-1996წწ. ეკონომიკის ინსტიტუტში მიკროეკონომიკას, 1996-1997წწ. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტში მაკროეკონომიკას, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის საქართველოს ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ინსტიტუტში საერთაშორისო ბიზნესს. მრავალი ეკონომიკური, სახელმწიფო და საზოგადოებრივი პროექტის ავტორი და მონაწილე. მათგან აღსანიშნავია მისი პროექტის მიხედვით ჩამოყალიბებული საინვესტიციო ნაკადების სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური მართვის მექანიზმები. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საჯარო ასევე არასამთავრობო სექტორში. მის კალამს ეკუთვნის ორი მონოგრაფია, ხუთი სალექციო კურსი და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. აქტიურად მონაწილეობს კვლევით პროექტებში როგორც სამამულო ასევე უცხოურ სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ჰიმნოგრაფი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, თანათავმჯდომარე (2000-2001)
  • არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ფორუმი, მეცნიერ-მდივანი (1997-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი
  • ღირსების ორდენი
    საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებათა განვითარებასა და ეკონომიკის დარგში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: