შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ნანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა წალენჯიხა. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობა 1976 წელს. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის დოცენტი. 1976 წლიდან ქპი (ქსუ)-ს თანამშრომელი: მუშაობდა გამოთვლითი ლაბორატორიის პროგრამისტად, ლაბორატორიის უფროსად, ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად. 1978-1982წწ. მოსკოვის ვ. ლენინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით. მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი 1993 წელს, სადისერტაციო თემა – "მომავალი პედაგოგის ინფორმაციული კულტურის ფორმირება". ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |