The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანული მაისურაძე

ნანული მაისურაძე
Legal name:ნინო მაისურაძე
Date of birth:19 February, 1937  (87 years)
Category:Ethnologist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1961 წელს; ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის სპეციალური კურსი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ВАК, Москва); ეთნოლოგი, ეთნომუსიკოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2006 წლიდან ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელი. მის სამეცნიერო მოღვაწეობას უკავშირდება ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მუსიკალური ეთნოლოგიის//ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების (დარგის) ჩამოყალიბება. მის მიერაა წაკითხული ლექციების სპეციალური კურსი ეთნომუსიკოლოგიაში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად ილიას უნივერსიტეტი). ნ. მაისურაძის ხელმძღვანელობით და კონსულტაციით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ეთნომუსიკოლოგიაში. იყო ოფიციალური ოპონენტი და რეცენზენტი 40-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების (ეთნოლოგიაში, მუსიკისმცოდნეობაში, კულტუროლოგიაში); ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; ამავე ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო ხარისხების (კანდიდატი, დოქტორი) მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი; ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან და საქ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ხარისხების მიმნიჭებელი გაერთიანებული საბჭოს წევრი; ევროპის ეთნომუსიკოლოგთა საერთაშორისო სემინარის (ESEM) წევრი; კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის კომისიის წევრი და სხვ. წლების მანძილზე  ხელმძღვანელობდა საინსტიტუტო საპრობლემო ჯგუფს (განყოფილება) ეთნომუსიკოლოგიაში. ნ. მაისურაძე ავტორია მრავალი ნაშრომის, მათ შორის - "კვლევის ფართო პერსპექტივა" (1985); ქართული ტრადიციული მუსიკა და ქართველთა ეთნოგენეზი (2005) და სხვ. მას ეკუთვნის მუსიკალური კომპოზიციები, რომლებიც შესრულდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ (გერმანია) (კრ. "ის ვინც მიყვარდა", 2005). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ორი სპეციალობით: ეთნოლოგია, მუსიკალური ხელოვნება.

სადისერტაციო თემა - "ქართული ხალხური მუსიკის წარმოშობის, ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემები", დაიცვა 1983 წელს.

Bibliography


Share: