The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ღანიშაშვილი

მიხეილ ღანიშაშვილი
სხვა სახელი:ილტოსპირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1964  (54 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭართალა, ახმეტის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1990 წელს. 

სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ახმეტის რაიონულ გაზეთ "ბახტრიონის" მთავარ რედაქტორად, თბილისის ერთ-ერთი კერძო პედაგოგიური ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის პედაგოგად, ამავე ინსტიტუტის რექტორად, კომერციულ გაზეთ "ანონსის" რედაქტორად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მეორე სასწავლო ასეულის მეთაურის მოადგილდ, გაზეთ "სამხედრო გაზეთის" კორესპოდენტად, ამავე გაზეთის საინფორმაციო განყოფილების რედაქტორად, სამხედრო გამომცემლობა "ჩირაღდანის" მთავარ რედაქტორად. როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ხანგრძლივი მივლინებებით იმყოფებოდა აშშ-სა და გერმანიაში. 2000 წლიდან მიხეილ ღანიშაშვილი თავს ანებებს ყოველგვარ ოფიციალურ სამსახურს და სამუშაოდ მიემგზავრება ჯერ რუსეთში (ერთი წლით), ხოლო შემდეგ - უკრაინაში. კიევში, თითქმის შვიდი წლის მანძილზე ყოფნისას, ერთვება იქაური სათვისტომოს საქმიანობაში, არის სათვისტომოს მიერ გამომვალ ყოველთვიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ "საქართველოსა" და ამავე სათვისტომოს ბაზაზე არსებული საკვირაო სკოლის აქტიური თანამშრომელი. 2009 წლის ბოლოსთვის საბოლოოდ ბრუნდება სამშობლოში და ხელს კიდებს პირად მეურნეობას სოფელში. ათეული წლებია, რაც აქტიურ სამწერლო-სალიტერატურო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ის, ოთხი წლის მანძილზე, თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრეს. იყო ამ წრის ლიტერატრულ ალმანახ "პირველი სხივის" რედკოლეგიის წევრი. 1992 წელს მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მწერალთა დამოუკიდებელი გაერთიანება, კავშირი - პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი", რომლის უცვლელი თამჯდომარეც არის დღემდე. სწორედ ამ კავშირის ბაზაზე ფუნქციობს მისი ორი ლიტერატურული პროექტი: "მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი ლიტერატურული სემინარები"(თბილისში) და "ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი" (ჭართალაში). ჩატარებული აქვს ასეულობით სახელოვნებო ღონისძიება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით და მის საზღვრებსგარეთ. მ. ღანიშაშვილი ბავშვობიდანვე წერს. მისი პოეტური და პროზაული ნაწერები, თარგმანები, პუბლიცისტური სტატიები, ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის წერილები, ინტერვიუები წლებია, რაც ინტენსიურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში, გადაიცემა რადიო და სატელევიზიო ეთერით. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დროს თარგმნილია: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, შვედურ, რუსულ და ჩეჩენურ ენებზე. გამოცემული აქვს 9 პოეტური კრებული.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: