The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჭელიძე

ვახტანგ ჭელიძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 2005  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით 1941 წელს.

1943-1948წწ. მუშაობდა პედაგოგად საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში; 1948-1952წწ. იყო საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობის "საბლიტგამის" მთავარი რედაქტორი, 1952-19055წწ. ჟურნალ "დროშის" რედაქტორის მოადგილე, 1955-1957წწ. ჟურნალ "ნიანგის" და 1957-1963წწ. ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი; 1963-1967წწ. საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი; 1967-1973წწ. ხელმძღვანელობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს", 1973-1987წწ. იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, ხოლო 1987-1991წწ. გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. პირველი თარგმანი - უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" გამოაქვეყნა 1945 წელს; პირველი ორიგინალური თხზულება, ბიოგრაფიული რომანი "ცხოვრება ივანე მაჩაბლისა" 1955 წელს; თარგმნა უილიამ შექსპირის, ჯონ ფლეჩერის, ჯონ მილტონის, დანიელ დეფოს, უოლტერ სკოტის, ჩარლზ დიკენსის, ჯონ გოლზუორთის, ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტაინბეკის, ჯერომ სელინჯერის და სხვ. თხზულებანი, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, ესეები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება "ქართლის ცხოვრების ქრონიკები" (ტ. 1-4, 1973-1983). არის მრავალი წიგნის, პუბლიცისტური წერილის, თარგმანის, ლიტერატურული პორტრეტისა და პუბლიცისტური წერილის ავტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.415

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1978 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: