The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

საკონტაქტო ინფორმაცია
+995 (32) 297-16-12



ვახტანგ ჭელიძე

ვახტანგ ჭელიძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 2005  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ბახვი (ოზურგეთის მაზრა).

1943-1948წწ. მუშაობდა პედაგოგად საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. 1948-1952წწ. იყო საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, 1952-19055წწ. ჟურნალ "დროშის" რედაქტორის მოადგილე, 1955-1957წწ. ჟურნალ "ნიანგის" და 1957-1963წწ. ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი. 1967-1973წწ. ხელმძღვანელობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს", 1973-1987წწ. იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორი, ხოლო 1987-1991წწ. გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. არის მრავალი წიგნის, პუბლიცისტური წერილის, თარგმანის, ლიტერატურული პორტრეტისა და პუბლიცისტური წერილის ავტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ღირსების ორდენი
  • ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: