შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა დოლბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პირველი ხორგა, ხობის რაიონი. დაამთავრა კავშირგაბმულობის ინსტიტუტი 1961 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1967 წელს, მოსკოვის მ. გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტი 1983 წელს. მისი სამწერლო ნათლობა 1967 წელს შედგა, როდესაც ხობის რაიონულ გაზეთში გამოაქვეყნეთ ლექსი "დედა". მას შემდეგ მისი ლექსები სისტემატურად ქვეყნდება ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდის ცალკე წიგნებად. ქართველმა მკითხველმა შეიყვარა და გაითავისა მისი ისეთი პოეტური კრებულები, როგორიცაა "ამაღლება", "ნათელხილვა", "საგალობელი", "სიცოცხლე", "უნაპირობა", "აისბერგები", "მოლოდინი", "შეიბნ მახვილი" (1990), "იქმენ ნათელი" (1993)... ცალკე აღნიშვნის ღირსია "კოლხური ფსალმუნები" ხუთ ტომად, რომელიც ოცი ათასზე მეტ ლექსს შეიცავს. სულ არის ოცდაათამდე წიგნის ავტორი. თარგმნილი და ცალკე წიგნებად აქვს გამოცემული. საზღვარგარეთის ქვეყნების ორმოცდაათზე მეტი ახალგაზრდა პოეტის ლექსების მცირე ანთოლოგია "ოქროს მტევანი", აგრეთვე, ფეოდორ ტიუტჩევის ლექსები. იგი იყო გამომცემლობა "მოლოდინის" გენერალური დირექტორი, რედაქტორობდა გაზეთებს — "ამაღლებას", "აკადემოსს", "ქალდეას"... წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.126-127 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |