The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მჭედლური

დავით მჭედლური
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1947
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2006  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, კრიტიკოსი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მიგრიაულთა, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა რედაქციის განყოფილების გამგედ, გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" და ჟურნალ "ცისკრის" კრიტიკის განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "მერანის" მთავარ რედაქტორად. 
გამოცემული აქვს ლექსების 10 კრებული, (11-ე "მოგენებები სიცოცხლეზე" დაიბეჭდა გარდაცვალების შემდეგ) აგრეთვე რომანი "პირველი", ისტორიული ჟანრის "ლავრენტი ბერიას მთავარი დანაშაული", კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების სამი წიგნი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 235

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პასუხისმგებელი მდივანი (1992-)
  • საქართველოს მწერალთა საერთო ეროვნული კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1995 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • 1985 - ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საკავშირო ახალგაზრდული პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: