The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ჭილაშვილი

ქეთევან ჭილაშვილი
Date of birth:26 March, 1921
Date of death:2014  (at 92 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს.

1943-1944წწ. მუშაობდა მარტყოფის სკოლაში მასწავლებლად. 1944-1945წწ. იყო ბიბკოლექტორის საქმის მწარმობელი. 1960-1962წწ. ქ. ჭილაშვილი ჟურნალ "საქართველოს ბუნების" რედაქტორად მუშაობდა. იყო გაზეთ "ნორჩი ლენინელის" და ჟურნალ "პიონერის" ლიტერატურული მუშკი. 1977 წელს კი საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის კონსულტანტი. სამწერლო მოღვაწეობა ადრე დაიწყო. პირველი ნაწარმოები "და-ძმა", 1951 წელს გამოაქვეყნა, ხოლო მოთხრობათა პირველი წიგნი "პატარა მეგობრებს" 1953 წელს. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები  სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ პრესაში და იდგმებოდა თბილისის მოზარდ–მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. წლების განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის თავნჯდომარე, კონსულტანტი. 2017 წლის თებერვალში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სამგორის რაიონის ერთერთ ქუჩას საბავშვო მწერლის ქეთევან ჭილაშვილის სახელი მიენიჭა.

წყარო: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი : libofund.blogspot.comწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.82

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მოზარდი თაობების აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • შიო მღვიმელის სახელობის პრემია

Bibliography


Share: