ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ალექსანდრე ტაბატაძე
სხვა სახელი: | გოკიელი (ფსევდონიმი) |
დაბადების თარიღი: | 15 მარტი, 1934 |
გარდაცვ. თარიღი: | 2004 (69 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მწერალი, პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი გოკია, ახალქალაქის რაინი.
დაამთავრა ქ. გორის პედ-ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1957 წელს.
იყო ლიტერატურული მუშაკი გაზეთ "სტალინელში", ზარია ვოსტოკას" კორესპონდენტი, გაზეთების "შთაგონების" და "ყაყაჩოს" დამაარსებელი და რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: "უცოდველი მიწა" (1972) "გულწრფელი თოვლი' (1979), "შენ გეკითხები" (1983), "შემოდგომის გაზაფხული" (1985) "ადიდებული მტკვარი" (1990) და სხვა.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.293
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1968-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - ღირსების ორდენი
ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, აქტუალური ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიკაციურ დონეზე წარმოჩენაში, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
ბიბლიოგრაფია
- ერთხელ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 101გვ.
- ადიდებულა მტკვარი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1990. - 156გვ.
- მწარე სიმართლე : იუმორისტული ლექსები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. - 63გვ.
- სიყვარულის წელიწადი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1986. - 58გვ.
- შემოდგომის გაზაფხული : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბ. საქართველო, 1985. - 222გვ.
- დღემდე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 69გვ.
- ისე ახლოს ხარ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1984. - 47გვ.
- შენ გეკითხები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 63გვ.
- მეოცნებე ჭუკი : ლექსები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1982. - 43გვ.
- განწყობილება : ლექსები. ადიდებული მტკვარი; განწყობილება; ციკლიდან "2000 წელს დასაწერი ლექსები"; პასუხი (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 95გვ.
- პასუხი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1979. - 67გვ.
- გულწრფელი თოვლი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1979. - 59გვ.
- ორი მეთევზე : მოთხრობები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1976. - 39გვ.
- უცოდველი მიწა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1972. - 52გვ.
|