შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მორალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის კათედრის დოცენტი. ოცდასამი წლის მანძილზე მუშაობდა ა.კ. რკინიგზის ქუთაისის N11 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მეთოდისტად, მათემატიკის კათედრის დოცენტად, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად, ქუთაისის სოფლის მეურნეობის საერო ინსტიტუტის რექტორად. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებელ - მეთოდისტი (1983). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ძიების სწავლება საშუალო სკოლის ალგებრა და ანალიზის საწყისების კურსში", დაიცვა 1987 წელს (ქ. მოსკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასკოლო მათემატიკის ამოცანების ამოხსნის ძიების სწავლების მეთოდიკური საფუძვლები", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.574 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |