The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ არჩვაძე

იოსებ არჩვაძე
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1992წწ. მუშაობდა საქართველოს  სტატისტიკური სამსახურის უფროს ეკონომისტად, განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსად; 1992-1996წწ.  საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-2005წწ. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2006-2012წწ. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 2011 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტის  პროფესორი; სამეცნიერო ხარისხი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი; ეკონომისტი, ეკონომიკის ექსპერტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
    საქართველოს მოსახლეობის პირველი ეროვნული აღწერის მომზადებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: