ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ვარლამ ქელბაქიანი
| ოფიციალური სახელი: | ვალერიან ქელბაქიანი |
| დაბადების თარიღი: | 1 იანვარი, 1933 (80 წლის) |
| კატეგორია: | მათემატიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ტყიბულის რ–ნი, სოფ.ოჯალაში.
დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს.
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის, გამოთვლითი მეთოდების და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე, საქართველოს პედაგოგიური და ეროვნული მეცნიერებების აკადემიების აკადემიკოსი.
მუშაობდა ქუთაისის საშუალო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, ინსტიტუტის უფროს მეთოდისტად, დეკანად, პრორექტორად, მათემატიკის კათედრის დოცენტად, კათედრის გამგედ და უნივერსიტეტის რექტორად.
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო თემა– "მათემატიკის საგანთშორისი კავშირის ფუნქცია მომავალი მათემატიკის მასწავლებლის მომზადებაში", დაიცვა 1988 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საზოგადოება "კოლხეთის" რეგიონული საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე
- საზოგადოება "ქუთაისელი", წევრი
- ქუთაისის საკრებულო, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
- 1983 - უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
ბიბლიოგრაფია
- მათემატიკის სწავლების მეთოდიკა : სახელმძღვ. უნ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ. სტუდენტებისათვის. ნაწ. 1 : ზოგადი მეთოდიკა. (ავტორი). - ქუთაისი, 2001. - 314გვ.
- პირამიდიდან სვეტიცხოვლამდე : გეომეტრიის ამოცანათა კრებული (რედაქტორი). - თბილისი, ინტელექტი, 1997. - 200გვ.
- Межпредметные связи в естественно-математической и педагогической подготовке учителей (ავტორი). - Тбилиси, Ганатлеба, 1987. - 291с.
- მათემატიკის ამოცანათა კრებული მეთოდური მითითებებით (თანაავტორი). - თბილისი, განათლება, 1983. - 396გვ.
- ალგებრა და ანალიზის საწყისები საშუალო სკოლის მათემატიკის კურსში : მასწავლებელთა დასახმარებლად. (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1980. - 327გვ.
- Изучение элементов линейного программирования в средней школе (ავტორი). - Тбилиси, Изд. Тбил. ун-та, 1980. - 89с.
- ინტეგრალი საშუალო სკოლის მათემატიკის ფაკულტატურ კურსში : დამხმ. სახელმძღვ. ფაკულტატიური მეცადინეობისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1975. - 107გვ.
- წარმოებულისა და ინტეგრალის სწავლება საშუალო სკოლაში (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1974. - 255გვ.
- მეთოდური მითითებანი და საკონტროლო სამუშაოები მათემატიკაში (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1967. - 51გვ.
|