The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



გიზო ვაშაკიძე

გიზო ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1960  (52 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს, 1986 წელს ამავე უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი ფერწერის განხრით.

მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტის ცივილიზაციების ეკოლოგიის განყოფილების ხალმძღვანელად. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. 2006 წელს მიენიჭა გეოგრაფიის დოქტორის წოდება. ძირითადი საქმიანობის გარდა ავტორი გატაცებულია ფერწერით. შექმნილი აქვს რამდენიმე ასეული ფერწერული ტილო, რომელიც ინახება  სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.  არის ოთხი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე. ავტორი მუშაობს სხვადასხვა მასალით: ზეთი, აკრილი, გუაში, აკვარელი. გ. ვაშაკიძე არის რამდენიმე ნოველის, ლექსისა და პიესის ავტორი. 2012 წელს გამოვიდა მისი ნოველების წიგნი სახელწოდებით "მრგვალი სამკუთხედი", რომელიც ლიტერატურულ პრემია "საბა" -ზეა წარდგენილი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: