The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან როსტიაშვილი

ქეთევან როსტიაშვილი
Date of birth:23 March, 1959  (65 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს.  

1986–1999 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1999-2006 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი; წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 2001-2002 წწ. ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევითი ცენტრის მიწვეული პროფესორი; 2002- 2004 წწ. ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევითი ცენტრის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; 2007 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; მის მეცნიერულ ინტერესებს წარმოადგენს: აშშ-ს სახელმწიფო მართვის სისტემა; აშშ-ს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხები ახალი და უახლესი პერიოდი; სოციალურ ურთიერთობათა სახელმწიფო რეგულირების ლიბერალურ-დემოკრატიული ტრადიციები;  პოლიტიკური კორუფციის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები; წაკითხული კურსები: აშშ-ს სახელმწიფო მართვის სისტემა (ინგლისურ ენაზე); აშშ-ს კონსტიტუციის პოლიტიკური ანალიზი (ინგლისურ ენაზე); აშშ-ს პრესის პოლიტიკური ანალიზი (ინგლისურ ენაზე); აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა (ინგლისურ ენაზე); პოლიტიკური კორუფციის თეორია და პრაქტიკა (ქართულ ენაზე); თანამედროვე პოლიტიკური სისტემების შედარებითი ანალიზი (ქართულ ენაზე); ანალიტიკოსის რანგში მოღვაწობა: მიიღო მონაწილეობა ანალიტიკოსის რანგში მერვე გლობალურ ელექტრონულ მმართველობის გამოკითხვაში, რომელიც ჩაატარა ელექტრონული მმართველობის ინსტიტუტმა სოფოკლის უნივერსიტეტის საჯარო სამსახურის ინსტიტუტმა; არის ათამდე სტატიის ავტორი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 2000 წლიდან; ისტორიკოსი, ინგლისური ენის სწავლების კვალიფიკაციით. მისი ნაშრომის "Corruption in Higher Education System of Georgia. American University’s Transnational Crime and Corruption Center Georgia". Tbilisi, 2004 - ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: traccc.gmu.edu/pdfs 

Bibliography


Share: