Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ხარაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით 1966 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ასპირანტურა 1972 წელს. 1969-2006წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზისკათედრის ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი, უფროს მასწავლებლად და დოცენტად. 1992-1997წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკური ანალიზის კათედრის გამგე; 2006, 2009 და 2012 წლებში კონკურსის წესით არჩეულ იქნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვისადა აუდიტის კათედრის პროფესორად და კათედრის ხელმძღვანელად; 2007-2009წწ. იყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2009-2012წწ. დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; არის 90-მდე ნაშრომის ავტორი; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: "საქართველოს ღვინის მრეწველობისსაწარმოო ფონდების გამოყენების ეკონომიკური ანალიზი დამათი ეფექტურობის ამაღლების რეზერვები" 1976 წელს. წყარო: dspace.nplg.gov.ge; aaf.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |