| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით კუხალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის ავტო-მექანიკური ფაკულტეტი 1992 წელს; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია 1995 წელს; სუსლხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურა 2005 წელს. პროფესიული გამოცდილება: 1985 - დეპარტმენტ "საქნახშირის" შახტის ელდეპოს ზეინკალი; 1985-1987წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1992-1994წწ. - ქ. ტყიბულის "თბილწყალკანალიზაციის" სამმართეელოს უბნის უფროსის მოადგილე, უფროსი ინჟინერი; 1994-2004წწ. - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ოპერთანამშრომელი, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსის თანაშემწე; 2004-2005წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის სამმართველოს მრჩეველი; შსს ოპერატიული საქმიანობის ინსპექტირების სამსახური, უფროსი ინსპექტორი (2005); 2005-2006წწ. - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს აპარატის უფროსი; 2006-2007წწ. - საპატრული პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს II სახაზო სამმართველოს უფროსი, "შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს ფროსი; 2007-2009წწ. - სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი; 2009-2011წწ. - სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს, სანებართვო და საფელდეგერო განყოფილების უფროსი; 2010-2013წწ. - ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის ინსტრუქტორი; 2010-2011წწ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით; 2011-2012წწ. - სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს შიდა საკორესპონდენციო მიმოცვლის განყოფილების უფროსი; 2013–2014წწ. - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნიეერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტი; 2012-2013წწ. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია, ლექტორი; 2013 - შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, სამმართველოს ოუფროსის მოადგილე; 2013 - წლიდან სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალური დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში; 2014 წლიდან შსს პოლიციის აკადემიის ასოცირებელი პროფესორი. გამოცემული აქვს 11 მონოგრაფია და 316 სამეცნიერო ნაშრომი. პოლიციის პოლკოვნიკი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიმროების სამსახურის შექმნა-ჩამოყალიბებისა, და საქმიანობის ისტორიიდან", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საპოლიციო სტრუქტურების და სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობის ისტორიიდან / დავით კუხალაშვილი.-თბ.,2016.-გვ.210 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

