Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ გახოკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1974 წწ.იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორჩ ქიმიკოსთა სკოლის დირექტორი; 1970-1974 წწ. ამავე უნივერსიტეტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1974-1984 წწ. კათედრის დოცენტი, 1985-1990 წწ. პროფესორი; 1993-2005 წწ. შეთავსებით მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის გამგედ; 1999 წელს საერთაერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ (ინგლისი, კემბრიჯი) შეყვანილია "XX საუკუნის გამოჩენილ ადამიანთა" სიაში; 2000, 2001, 2002 და 2009 წლებში ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დასახელებულია "წლის ადამიანად'"; 2001 წელს ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ შეყვანილია "დიდ მოაზროვნეთა" სიაში. მირებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პირველი ხარისხის პრემია (1985), საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია (1990), მშვიდობის საერთაშორისო პრემია (2002), მედიცინის დარგში მიღწევებისთვის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მიანიჭა ჰიპოკრატეს ჯილდო (2009). სადისერტაციო თემა - "ოქსიკარბონულ ნაერთთა, მათ წარმოებულთა ჟანგვა-აღდგენით დისპროპორციონილების რეაქციები". წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.86 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |