The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გონდაური

დავით გონდაური
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1982  (42 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2005 წელს.

2002-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის "ფინანსები და კრედიტის" კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, 2003-2005წწ. თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის განყოფილების გამგე. ეკონომიკის მაგისტრი; 2004-2005 წწ. გაერთიანებული ქართული ბანკის დიდუბე-ჩუღურეთის ფილიალის სტაჟიორი; 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს რკინიგზაში;  2007 წელს სს საქართველოს რკინიგზის ფილიალის მგზავრთა გადაყვანის გადაყვანების მართვის სამსახურის სპეციალისტი; 2007-2008წწ. სს საქართველოს რკინიგზის ფილიალის მგზავრთა გადაყვანის ფინანსური დეპარტამენტის მმართველობითი აღრიცხვის სექტორის სპეციალისტი; 2008-2009წწ. სს საქართველოს რკინიგზის ფილიალის მგზავრთა გადაყვანის ფინანსური დეპარტამენტის მმართველობითი აღრიცხვის სექტორის მთავარი სპეციალისტი; 2009-2010წწ. შპს "თბილისის უნივერსიტეტი"-ს ასისტენტ-პროფესორი; 2009-2013წწ.  სს საქართველოს რკინიგზის ფილიალის მგზავრთა გადაყვანა დაგეგმვისა და ანალიზის ჯგუფის უფროსი; 2010 წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხოლო 2011 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ლექტორი; 2011-2016წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოწვეული ასისტენტ-პროფესორი; 2014-2016წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მკვლევარი; 2014-2016წწ. საქართველოს მთავრობასთან არსებული ეკონომიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი; 2013 წელს შპს "კოსად სემანს ჟორჯია" ფინანსური მენეჯერი;  2016 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მრჩეველი ფინანსურ საკითხებში; არის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველო (MCA-Georgia) "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" (ISWD) ფარგლებში მსხვილი გრანტების პროგრამის პროფესიული განათლების განვითარების (PICG) საგრანტო კონკურსში გამარჯვებული, 2,3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის – "პროფესიული სწავლების დუალური მეთოდის განვითარება სარკინიგზო დარგში და სარკინიგზო შრომის ბაზრის გაუმჯობესება" – ფინანსური მენეჯერი; სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის, ფონდ "CASE-ტრანსკავკასიის" სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო კონკურსის პრიზიორი; ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის (EUMMAS) სარედაქციო კოლეგიისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; "EUMMAS"-ის ევრაზიის ლოგისტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სამაგისტრო ნაშრომი. არის ორი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;მისი სამეცნიერო კვლევების სფეროებია: ფინანსები, ფინანსური მენეჯმენტი, ინვესტიციები, სარკინიგზო ტრანსპორტი, აბრეშუმის გზის სატრანზიტო კორიდორი, ციფრული ეკონომიკა; დავით გონდურის სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის საერთაშორისო იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში; არის მონოგრაფიების ავტორი.

დაიცვა დისერტაცია ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე "სარკინიგზო აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს  ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისათვის" 2020 წელს.

წყარო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: btu.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - ბტუ-ს სამეცნიერო პრემიის ლაურეატი
  • 2002 - ლეშეკ ბალცეროვიჩის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: