შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ გერსამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1998 წელს; 2002 წელს ასპირანტურა. 2001 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;2005-2011 წწ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან სრული პროფესორი; 2015 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციის "მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე; 2017 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების და მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი. 2017 წლიდან საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში (სთუ) ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტის პროგრამის "მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები" ავტორი და ხელმძღვანელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ინფორმირების თავისებურებანი პუბლიცისტურ ჟანრებში", დაიცვა 2004 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |