შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს, თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი ინსტიტუტი 1993 წელს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტის სამეცნიერო მეთოდური ცენტრის მეთოდისტი. არის 77 სამეცნიერო სტატიის ავტორი. აქვს ნაშრომები: გეოლოგიაში - "ცარცული პერიოდის განამარხებული ცხოველები (ზღვის ზღარბები)". საქართველოში ნაპოვნი აქვს უძველესი ზღვის ცხოველი - ტრილობიტი. ეს ერთადერთი ეკზემპლარია და ინახება მის ოჯახში. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |