The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ყიფიანი

გურამ ყიფიანი
Date of birth:17 March, 1950  (74 years)
Category:Archaeologist, Architect, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა 1972 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1973 წლიდან მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 1992 წლიდან მუშაობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საკითხებში; 1997 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო მიმართულებით; 2000 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი; 2007 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. სამეცნიერო ინტერესების სფეროები: ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, არქიტექტურის ისტორია, კლდოვანი არქიტექტურა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორ-ემერიტუსი, პალეოურბანული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძველი ვანის ხუროთმოძღვრება", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "კოლხეთისა და იბერიის წარმართული ტაძრები და ქრისტიანული არქიტექტურის გენეზისი", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.437; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Member of Organizations

  • კავკასიოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კომისია, წევრი (1992-)

Bibliography


Share: