The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ნინიძე

მაია ნინიძე
Legal name:მარიამ ნინიძე
Date of birth:8 April, 1957  (69 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი (ინგლისური ენა და ლიტერატურა) 1979 წელს.

1986-1993წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1993-2002წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2005წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ., 2020 წელს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2021წწ. ტექსტოლოგიის განყოფილებისა და სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 2015-2019წწ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის" სადოქტორო პროგრამის თანაავტორი და თანახელმძღვანელი; 2012 წლიდან ელექტრონული სწავლების ქართულ-ევროპული ცენტრის გამგეობის წევრი; 2018-2021წწ. ააიპ ტექსტოლოგიის, გამოცემათმცოდნეობისა და ციფრული ჰუმანიტარიის ასოციაციის თავმჯდომარე; 2023-2025წწ. კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 2007-2009წწ. პროექტის "მეცნიერება მომავლისათვის" და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული მასწავლებელთა პროფესიის გადამზადების აკრედიტებული პროგრამების ავტორი და მეთოდური ხელმძღვანელი;  ქართული ლიტერატურის სწავლების დამხმარე პერიოდული გამოცემის "ღია ჩარჩოები" მეთოდური ხელმძღვანელი (2008). 2009 წლიდან ელექტრონული სწავლების სპეციალისტი და მწვრთნელი; ონლაინ პროგრამის "პირველი ონლაინ პროგრამა მასწავლებელთ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ქართული ენა და ლიტერატურა" თანაავტორი (2010). მისი ინტერესთა სფეროებია: XIX და XX ს. ქართული ლიტერატურა, ტექსტოლოგია, პალეოგრაფია, გამოცემათმცოდნეობა და ციფრული ჰუმანიტარია. მან მონოგრაფიულად შეისწავლა რელიგიის დისკურსი ი. ჭავჭავაძის შემოქმედებაში, რაც აისახა წიგნებში "მადლის წყარო: ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება" (1997); "დაცარიელებული ბეთლემი" (2000); "მხატვრულ სახეთა სისტემა და რელიგიური დისკურსი "ოთარაანთ ქვრივში" (2005). მონოგრაფიაში "ასომთავრულიდან პირველსახისკენ" (2005). მან გამოავლინა ქართულ დამწერლობათმოცდნეობაში არსებული ცალკეული მეთოდოლოგიური ხარვეზები და წარმოაჩინა მათი დაძლევის გზები. საქართველოში პირველმა გამოიყენა კორპუსული კვლევა ავტორის იდენტიფიცირებისა და ტექსტის დათარიღებისთვის, შეიმუშავა ხელნაწერის ამოკითხვის ეტაპობრივ-შრეობრივი მეთოდი და გრაფემატული კვლევებით ტექსტის ატრიბუციისა და დათარიღების ტექნოლოგიები. მან საფუძველი ჩაუყარა ინტერდისციპლინურ კვლევებს ტექსტოლოგიაში, ხოლო ტექსტოლოგიის კვლევების ინტეგრირებით ბიობიბლიოგრაფიულში დასაბამი მისცა ქართველ მწერალთა ცხოვრებისა და შემოქმედების სრულყოფილი, აკადემიური მატიანეების შექმნას, რომლებიც აღჭურვილია წყაროებით და სამეცნიერო აპარატით. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე მისი მონაწილეობითა და რედაქტორობით შეიქმნა ი. ჭავჭავაძის (2013), გრ. ორბელიანის (2017), გ. რჩეულიშვილისა (2021) და გ. ტაბიძის (2025) მატიანეები. მონაწილეობდა ი. ჭავჭავაძის (XI, XV, XVI, XIX), ა. წერეთლის რუსული ნაწერების, ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის (I-XI) და ქართველ ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიურ გამოცემების (I-III) ტომების მომზადებაში. ის არის ქართულ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებელთა პროფ. გადამზადების პირველი ონლაინ პროგრამის და ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდური გამოცემის "ღია ჩარჩოები" თანაავტორი. არის დოქტორანტებისთვის განკუთვნილი "ტექსტოლოგიისა" (2018) და "გამოცემათმცოდნეობის" (2020) სახელმძღვანელოების თანაავტორი, ტექსტოლოგიის, გამოცემათმცოდნეობისა და ციფრული ჰუმანიტარიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, აქვს პროფესიული YouTube არხი, რომელზეც წარმოდგენილია მისი გამოცდილება ჰუმანიტარიაში თანამედროვე პროგრამებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ტექსტოლოგი. მისი ნაშრომები იბეჭდება ჟურნალში "ლიტერატურული ძიებანი"და გაზეთ "ახალი განათლება"-ში.

ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1993); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დისერტაციის თემა –  "ილია ჭავჭავაძის მრწამსი და შემოქმედება" , დაიცვა 1999 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Bibliography


Share: