The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ეკიზაშვილი

გიორგი ეკიზაშვილი
სხვა სახელი:ჟორჟ  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1964 წელს.

არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან, 1971 წლიდან დღემდე მუშაობს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტთან არსებულ საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად. თსუ-ს პროფესორი. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, პიერ პეჟუს, მიშელ უელბეკის, ანდრე მორუას, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ნატალი საროტის, სამუელ ბეკეტის და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: "ტრამალები" (2002) და "ბილიკები" (2006); ნოველების ორი კრებული ფრანგულ ენაზე: "თოვლი" და "კითხვა" (2003).

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.340

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო თარგმანი
  • 2001 - საფრანგეთის სახელმწიფო ორდენი - "აკადემიური პალმის ოფიცერი", ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისათვის
  • ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • გადასახლება და სამეფო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, აგორა, 2011. - 248გვ.. - ISBN: 978-9941-9149-1-1
  • რეკვიემი მონაზონისთვის : პიესა 2 ნაწილად და 7 სურათად : უილიამ ფოლკნერის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, აგორა, 2011. - 144გვ.. - ISBN: 978-9941-9149-4-2
  • ბილიკები : ლექსებისა და პოეტ. თარგმანების კრებული (ავტორი). - თბილისი, აგორა, 2006. - 157გვ.. - ISBN: 99940-905-1-8
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, სანი, 2002. - 116გვ.

გააზიარე: