The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დეფი გოგიბედაშვილი

დავით დეფი გოგიბედაშვილი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1992 წელს. 1998 წელს გოეთეს ინსტიტუტის ენის შემსწავლელი კურსები.

მუშაობდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში: გაზეთები, რადიო, ტელევიზია. ტელეკომპანია "მეორე არხში" დააარსა ორიგინალური საავტორო მედიაპროექტი "მზეRA". 1995-2000წწ. თანამშრომლობდა ცნობილ რეჟისორებთან ოთარ იოსელიანთან და ნანა ჯორჯაძესთან. ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა 25 წლის ასაკში დაიწყო. არის მთელი რიგი პოეტური პერფორმანსებისა და აქციების სულისჩამდგმელი და მონაწილე. "ვარდების რევოლუციის" დროს იყო დაუმორჩილებლობის მოძრაობის ერთერთი ლიდერი. მუშაობდა ჟურნალ "ანაბეჭდში" თავისუფალი ავტორის სტატუსით. 1999–2004წწ. იბეჭდებოდა მისი ესეები, "თავისუფალი ავტორი", გაზეთ "24 საათში", ხოლო 1996 წელს კი გაზეთ "ივერია–ექსპრესში" გამოქვეყნდა "ესეები, ნოველები". ლიტერატურულ კაფეში კითხულობს ლექციებს პოეზიასა და პროზაში. პარალელურად იბეჭდება გაზეთ "პარნასსა" და ალმანახ "ლიტერატურულ პალიტრაში".  განახორციელა ოთხნაწილიანი პოეტური აქცია "ოთხი სტიქია", გამოიცა წიგნი "სამკაული" და ორნაწილიანი აუდიოალბომი "ამიშვი ცამდე". რუსული ინტერვენციის დროს ჩაეწერა მოხალისეთა არმიაში, დააარსა სამოქალაქო სოლიდარობის შტაბი. 2008 წელს ლვოვის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე განახორციელა პოეტური პროექტი "ობსერვატორია", 2010 წელს გამოვიდა მისი პოეზიის აუდიო–ალბომი დაფიონი Supernova Domine. 2011 წელს მიწვეულია ნიუ იორკში მსოფლიო პენ ფესტივალზე, სადაც ლორი ანდერსონთან ერთად ანტერბერგის პოეზიის დარბაზში, მანჰეტენში, ლექსინგტონ ავენიუზე პოეზიისა და მუსიკის დიდი წარმოდგენა გაიმართა. მისი მოთხრობა "დასასრულამდე", შეტანილია ამერიკულ მსოფლიო გამოცემაში "ევროპის საუკეთესო ნაწარმოები 2012 შედგენილი ალექსანდრე ჰემონის მიერ". 2008 წელს გამოდის მისი ფუნდამენტური ნამუშევარი, რომანი "დემნა გედევანიშვილი". შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში "მანდალა" (რეჟ. მ. კულუმბეგაშვილი, მ. ბერიკა, 1993), მთავარი როლი ფილმში "ყაჩაღები - თავი VII"(რეჟ. ო. იოსელიანი, 1997), "27 დაკარგული კოცნა"(რეჯ. ნ ჯორჯაძე, 2000), წამყავნი როლი ზინოვი როიზმანის ფილმში "დრონგო"(2000), წამყავნი როლი თ. ბზიავას ფილმში "დელირიუმ"(2004). ქართველი პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი. მისი რომანები ნათარგმნია ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე. აქვს პირადი ინტერნეტ გვერდი http://dephy.ge/bio.htm, სადაც სრულად გაეცნობით მის შემოქმედებას.

წყარო:  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.91

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკული ლიტერატურული საზოგადოება "ლედიგ ჰაუსი", წევრი
  • ამერიკული პენ კლუბის "პენ მსოფლიო ხმები", წევრი
  • პოეტური ორდენი "სამკაული", დამაარსებელი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ელექტრონულ–მედია ფესტივალი "მანა", ჟურნალისტიკაში დამსახურებისთვის (გრან–პრი)
  • ევროპის საუკეთესო ნაწარმოების ავტორი(აშშ, დიდი ბრიტანეთი)
  • პარნასის მაღაზიათა ქსელის ჯილდო "წლის სამკაული", წლის პოეზიის წიგნი

ბიბლიოგრაფია

  • სევდია Supernova Domine : ლექსები (ავტორი). - თბილისი, წიგნები ვაკეში, 2011. - 108გვ.. - ISBN: 978-9941-0-3215-8
  • დნმ სიმფონია = DNA Symphony : ლექსები (ავტორი). - თბილისი, შემეცნება-სერია ცა, 2010. - 158გვ.. - ISBN: 978-9941-9108-8-3
  • ნათებანი = Supernova Domine : ლექსები : შესრულებულია XXI საუკუნეში (ავტორი). - თბილისი, 2009. - 123გვ.. - ISBN: 978-9941-9061-5-2
  • დაიქცა : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2009. - 164გვ.. - ISBN: 978-9941-9071-9-7
  • იქ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2008. - 112გვ.. - ISBN: 978-9941-9021-5-4
  • დილა სასწაულების წინ : რომანი : შესრულებულია XXI საუკუნეში (ავტორი). - თბილისი, შემეცნება-სერია ცა, 2008. - 267გვ.. - ISBN: 978-9941-9024-2-0
  • დემნა გედევანიშვილი : ამბავი კაცისა, ვისაც უყვარდა, სწამდა და ჰქონდა იმედი : ორნაწილიანი რომანი პროლოგით და ეპილოგით : შესრულებულია XXI საუკუნეში (ავტორი). - თბილისი, შემეცნება, 2008. - 586გვ.. - ISBN: 978-9941-9024-0-6
  • სამკაული : ლექსების კრებული (ავტორი) // წ. 1. - თბილისი, შემეცნება, 2007. - 110გვ.. - ISBN: 978-99940-822-8-5
  • ზურმუხტი და საფირონი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2005. - 59გვ.
  • დეკემბრის თილისმა : დღიურები, ჩაწერილი მინდია ლასარეიშვილის მიერ : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2003. - 231გვ.. - ISBN: 99940-15-01-X
  • P.S. : წერილები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2003. - 72გვ.. - ISBN: 99928-39-89-9
  • ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2001. - 62გვ.. - ISBN: 99928-52-35-6
  • მკვდარი დრო : ესეი, ციტატებით ბიბლიიდან (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 1998. - 48გვ.. - ISBN: 99928-58-04-4

გააზიარე: