The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ომაძე

იოსებ ომაძე
ოფიციალური სახელი:სოსო ომაძე
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წელს დაიწყო მუშაობა ნავთობ-გეოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში, სადაც ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მოთხრობა "მეწიეთი" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1973 წელს; პირველი წიგნი, "ჩვენი ნიკალა", გამოიცა 1990 წელს. იგი არის საკუთარი წიგნების მხატვარ-გამფორმებელი. ჩაწერა და ლიტერატურულად დაამუშავა ცნობილ ქართველ მხატვართა მოგონებები: კოკა იგნატოვის, ქრისტესია ლებანიძის და გივი კასრაძისა. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: