| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
იოსებ ომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1960 წელს. 1960 წელს დაიწყო მუშაობა ნავთობ-გეოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში, სადაც ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მოთხრობა "მეწიეთი" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" 1973 წელს; პირველი წიგნი, "ჩვენი ნიკალა", გამოიცა 1990 წელს. იგი არის საკუთარი წიგნების მხატვარ-გამფორმებელი. ჩაწერა და ლიტერატურულად დაამუშავა ცნობილ ქართველ მხატვართა მოგონებები: კოკა იგნატოვის, ქრისტესია ლებანიძის და გივი კასრაძისა. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

