The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შუბლაძე

გიორგი შუბლაძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1957 წელს.

მუშაობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობაზე.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1990 წელს კი სადოქტორო. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 10-ზე მეტი მონოგრაფია და 20-მდე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • შრომის ვეტერანის მედალი, აქტიური საეცნიერო-ტექნიკური საქმიანობისთვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: