შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან კაიშაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს. 1984-1987 წლებში მუშაობდა წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაში რედაქტორის თანამდებობაზე. მისი ლექსები ითარგმნა ლატვიურ ენაზე. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა და განათლების სამინისტროში კოლეგიის მდივნად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად იმუშავა თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში; 2001 წლიდან მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-თან არსებულ მულტიეთნიკური საკვირაო სკოლის ქართული ენის პედაგოგად, ასევე "კავკასიურ უნივერსიტეტ"-ში კითხულობს ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2007 წლიდან − კოორდინატორად. იბეჭდება გაზეთ "ალტერნატივაში" და ჟურნალ "არილში". არის ოთხი კრებულის ავტორი, მათ შორისაა 2002 წელს გამოცემული "ლექსები". წყარო: ინტერნეტ გაზეთი "მასწავლებელი.ge": mastsavlebeli.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.174 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |