| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ნოდარ ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1964 წელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი. 1965-1966წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური კიბერნეტიკის ლაბორატორიის გამოთვლითი მანქანების განყოფილების ინჟინერი, 1966-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტი, 1969-1971წწ. საქ. მეც. აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1971-1973წწ. სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "მიონი"-ს მანქანური დაპროექტების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1973-1983წწ. "მიონი"-ს ლაბორატორიის უფროსი, 1983- 1991წწ. "მიონი"-ს ელექტრონულ ნაკეთობათა დაპროექტების ავტომატიზებული სისტემების შემუშავებისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, 1991-2000წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტი, 2000 წლიდან - დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის პროფესორი. აქვს 40 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 1973-1991 წლებში სსგ "მიონში" შესრულებული სახელმწიფო მნიშვნელობის 12 თემის მეცნიერ-ხელმძღვანელი და მთავარი კონსტრუქტორი. 1971 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. სადისერტაციო თემა– "სტატიკური ოპტიმიზაციის წრფივი და არაწრფივი ამოცანების გადაწყვეტის ზოგიერთი ახალი მეთოდები", 1999 წლიდან ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო დისერტაციის თემა– "ოპტიმიზაციის მიახლოებითი მეთოდების შემუშავება და მათი გამოყენება დაპროექტებისა და მართვის სისტემებში". ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

